About School
Registration
Contact
random image

News

საპრეფექტო 2022: Milne

19 dec 2022 საპრეფექტო 2022:  Milne

ირინკა მესამე კლასიდან ბაქსვუდში სწავლობს და იხსენებს, რომ მას შემდეგ სკოლაში სიარული მისთვის ბევრად სახალისო გახდა. ირინკა თვლის, რომ ჰაუსური ცხოვრება ბაქსვუდელებისთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

 

“მხოლოდ კლასელებთან ურთიერთობა არ გიწევს და გაქვს შესაძლებლობა იურთიერთო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან, რაც საშუალებას გაძლევს გაიჩინო მეტი კარგი ადამიანი შენს ცხოვრებაში.

ირინკას აზრით, ჰაუსური ცხოვრების წყალობით მოსწავლეებისთვის ბევრად მარტივია ურთიერთობების დამყარება,  რადგან სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, რაღაც ეტაპზე ერთიანდებიან და ერთად პასუხისმგებლობებს იღებენ.


 - რა შეგრძნებაა როცა პრეფექტი ხარ?

 

„დიდი ჯგუფის ნაწილი ხდები, მათზე პასუხისმგებლობას იღებ და რაც უფრო დიდია გამოწვევა, მით უფრო ბევრს აკეთებ იმისათვის, რომ მიზანს მიუახლოვდე.“

ირინკა დაინტერესებულია ფსიქოლოგიით და პარალელურად საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩაბარებასაც განიხილავს. ის, რაც ირინკას სხვებისგან გამოარჩევს ურთიერთგაგების ძლიერი უნარია, თვლის, რომ ყველას აქვს სიმართლე რასაც თავად ვერ ვხედავთ. რაც ირინკაზე ბევრმა არ იცის, ეს მისი სიყვარულია წერის მიმართ რასაც მთელ თავის თავისუფალ დროს უთმობს. წარმატებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მისთვის წარმატება ორ რამეშია, ერთი თავისი ჰაუსის გამარჯვება, მეორე კი ჰაუსში ერთიანობის მიღწევა.


„ჩემთვის წარმატებული წელი ამ ორ და ბევრ პატარა დეტალს მოიცავს. ჩემს თავს ალბათ ვეტყოდი, რომ ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავალი მოძებნოს, სცადოს და მოტივაცია არ დაკარგოს, არ შეეშინდეს გამოწვევების, რომელიც წინ ელოდება.“


წარმატებას ვუსურვებთ ირინკას და მის ჰაუსელებს!