About School
Registration
Contact
random image

News

საპრეფექტო 2022: School House

06 dec 2022 საპრეფექტო 2022:  School House

მარი პირველი კლასიდან ბაქსვუდელია. მისთვის ჰაუსური ცხოვრება განსაკუთრებული რამაა. მისი აზრით ის სკოლას სულ სხვა ხიბლს სძენს.

“ ყოველი დღე განსხვავებულად საინტერესოა და გიჩნდება შესაძლებლობა, რომ ყველა საფეხურის მოსწავლეს ემეგობრო.”


პრეფექტობა მარისთვის საკმაოდ საპასუხისმგებლო რამ აღმოჩნდა, რაც მას საერთოდ არ წარმოედგინა. 


“შორიდან რომ უყურებ გგონია რომ მარტივი საქმეა, მაგრამ როდესაც მანტიას მოირგებ და იაზრებ, რომ ჰაუსის სახე ხარ, ხვდები თუ რამდენად ბევრ დეტალზე გიწევს ყურადღების გამახვილება”. 


მარი School House - ის პრეფექტია და მისთვის ეს განსაკუთრებული შეგრძნებების მატარებელია.


 “თავს გრძნობ ძლიერ ადამიანად, როცა იცი რომ ადამიანებს შენი იმედი აქვს, ამაზე კარგი შეგრძნება კი არ არსებობს.”


თვლის რომ კარგი მსმენელი და მოსაუბრეა, რაც შეიძლება მის სუპერ ძალადაც ჩაითვალოს. უყვარს კითხვა და თავისუფალ დროს ამითაა გატაცებული. წიგნებიდან გამოარჩევდა გურამ დოჩანაშვილის “სამოსელ პირველს”.  

მარის გამოწვევა წელს ყველა იმ საქმის ხარისხიანად შესრულებაა რაც მას აბარია. 

წარმატებები მარის და მის ჰაუსელებს!