About School
Registration
Contact
random image

News

საპრეფექტო 2023: HEAD OF SCHOOL

28 nov 2023 საპრეფექტო 2023: HEAD OF SCHOOL

ლელი გახსოვთ, ხომ? წინა წლის Wells - ის პრეფექტი რომ იყო, ახლა Head of School-ია. ლელი მეცხრე კლასიდან ბაქსვუდელია და ამბობს, რომ მისი ცხოვრება იმ დღიდან ძალიან შეიცვალა


ძალიან ბევრი ახალი რამ ვნახე და ვისწავლე, ლაშქრობებიდან დაწყებული, მნიშვნელოვან კონფერენციებზე მონაწილეობის მიღებით დასრულებული. მოკლედ რომ ვთქვა, ბაქსვუდელი ლელი, სულ სხვა ადამიანია.” 


ლელისთვის ჰაუსური ცხოვრება შეიძლება ზუსტადაც ის მიზეზი იყოს, რატომაც შეიძლება ბაქსვუდელი გახდე


ჰაუსის წევრი იძენს ისეთ უნარებს, რასაც სკოლაში მხოლოდ სხვადასხვა საგნის სწავლებით ვერ შეიძენ.” 


ლელის პრეფექტობა მიუღწეველ ოცნებად მიაჩნდა, არასდროს უფიქრია, რომ ამ სტატუსით ისარგებლებდა და მიზანს მაინც მიაღწევდა


საოცარი გრძნობაა, მაგრამ ამავდროულად ძალიან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. იმის გააზრება, რომ ამდენი მოსწავლე ფაქტობრივად შენი პასუხისმგებლობაცაა, თავიდან რთული წარმოსადგენი იყო.” 


ლელისთვის Head of School - ობა სირთულეზე მეტად გამოწვევასთან ასოცირდება


ყველა მოსწავლესთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება, მაგრამ ამავდროულად ოქროს შუალედის პოვნა მეგობრობასა და პასუხისმგებლობის შორის, რთულია, მაგრამ არ ვცდილობ ამაზე ზედმეტი ვიფიქრო და გადავღალო ჩემი თავი ამ ფიქრებით, რადგან, მგონია, რომ ეს აზრები უფრო შემიშლის ხელს. უბრალოდ ვარ ის, ვინც რეალურად ვარ და ეგ ძალიან ბევრ რამეში მეხმარება.”


თავისუფალ დროს ლელი მეგობრებთან ატარებს ან ცდილობს მაქსიმალურად მყუდრო გარემოში უყუროს ფილმებს და სერიალებს.


ძალიან მინდა სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება. ეს არის ჩემი უმთავრესი მომავლის მიზანი და ყველანაირად შევეცდები ავიხდინო ეს ოცნება!”


წარმატებას ვუსურვებთ ლელის 🚀