ლევანი 11 წელია ბაქსვუდელია. თვლის, რომ გამოწვევები რომელიც ბაქსვუდში ხვდება მომავალი კარიერისთვის ამზადებს, სადაც დიდი კონკურენცია ელოდება.
პრეფექტობამდე ლევანისთვის საპრეფექტო იყო ერთი გუნდი, რომელიც ორიენტირებულია გააჟღეროს ბავშვების პრობლემები ადმინისტრაციასთან, იმისთვის რომბაქსვუდი უკეთესი გახდეს ყოველდღიურად.
“ჰაუსური ცხოვრება არის გუნდური და ორგანიზებული მუშაობისთვის არსებული უნარების შეძენის და გაუმჯობესების შესაძლებლობა. შეფასების ამ სისტემამ დამაახლოვა ძალიან ბევრ ადამიანთან, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.”
- ლევან, რა სირთულეებს აწყდები პრეფექტობისას და როგორ ცდილობ მათ გადალახვას?
- გააჩნია სირთულეს, ვთვლი რომ სწორი კომუნიკაცია პრობლემას ხშირ შემთხვევაში აგვარებს.
ლევანს უყვარს ცურვა, თავისუფალ დროსაც ამით ვარ დაკავებული. ლევანი თვლის, რომ სხვებისგან მოთმინების უნარი გამოარჩევს, რაც მის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს.
წარმატებას ვუსურვებთ ლევანს და სქულ ჰაუსს!