


ტრანსპორტირების სერვისი
ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებს, ორივე კამპუსში შეუძლიათ ისარგებლონ დამატებით ტრანსპორტირების სერვისით.
წყნეთის ფილიალში რეგისტრირებული მოსწავლეებისათვის თბილისიდან ტრანსპორტირების წლიური ღირებულება 1 800 ლარია, ხოლო ბაგებიდან/უნივერსიტეტის ქუჩიდან წყნეთის მიმართულებით არსებული მისამართებიდან - 1 300 ლარი.
წყნეთის ფილიალში ტრანსპორტირება ხორციელდება სკოლის ბრენდირებული ავტობუსებით, რომელიც აღჭურვილია gpc სისტემით, წინა და შიდა ხედვის კამერით და აქვთ ავტობსუსის ზოლში მოძრაობის უფლება.
ტრანსპორტის მოცულობიდან და მარშრუტის სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკრეტულ მისამართებსა და უბნებზე ტრანსპორტირება ხორციელდება კონტრაქტორი კომპანიის არაბრენდირებული მიკროავტობუსებით (მაგ.: წყნეთი, კოჯორი, ოქროყანა, ზემო ვერა, ზემო ვაკე და ა.შ.).
გაითვალისწინეთ, რომ ტრანსპორტირება ხორციელდება წინასწარ შედგენილი მარშრუტით, საცხოვრებელი ადგილიდან 500-700 მეტრის რადიუსში.


მარშალ გელოვანის ფილიალში რეგისტრირებული მოსწავლეებისათვის ტრანსპორტირების წლიური ღირებულება თბილისის მასშტაბით 1 700 ლარია*;
ტრანსპორტირებას ახორციელებს კონტრაქტორი კომპანია, რომელიც მოსწავლეებს ემსახურება არაბრენდირებული მიკროავტობუსებით. მიკროავტობუსები აღჭურვილია gpc სისტემით.
გაითვალისწინეთ, რომ ტრანსპორტირება ხორციელდება წინასწარ შედგენილი მარშრუტით, საცხოვრებელი ადგილიდან 500-700 მეტრის რადიუსში.
* საწვავის ფასის 30 თეთრით ზრდამ და 9%-ზე მაღალმა ინფლაციამ 2025-2026 სასწავლო წელს შესაძლოა გამოიწვიოს ტრანსპორტირების ფასის ზრდა გელოვანის კამპუსში.