Memorandum
bg bg

Memorandum

ბაქსვუდისა და კომაროვის სკოლებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ბაქსვუდში კომაროვის მათემატიკის, ხოლო კომაროვის სკოლა-პანსიონში ბაქსვუდის ინგლისური ენის სწავლების მოდულები იფუნქციონირებს. 

თანამშრომლობის მიზანია რესურსებისა და ძლიერი მხარეების გაზიარების გზით ორივე სკოლის მოსწავლეთათვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა, დასახელებული მიმართულებებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაძლიერება და ახალი საგანმანათლებლო სერვისების განვითარება.

Memorandum
Memorandum

თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია:

1. ინგლისური ენისა და მათემატიკის სწავლების მეთოდოლოგიის, რესურსებისა და გამოცდილების გაზიარება;

2. შესაბამის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

3. ბაქსვუდის სკოლის მხრიდან კომაროვის სკოლის მოსწავლეთა კონკრეტულ ჯგუფებში/კლასებში ინგლისური ენის სწავლების წარმართვა, პერიოდული შეფასება და მონიტორინგი;

4. კომაროვის სკოლის მხრიდან ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეთა კონკრეტულ ჯგუფებში/კლასებში მათემატიკის სწავლების წარმართვა, პერიოდული შეფასება და მონიტორინგი;

5. ერთობლივი წრეების, კურსების, კონკურსებისა და საშაბათო სკოლების ორგანიზება;

6. ერთობლივი ზამთრისა და საზაფხულო პროგრამების განხორციელება;

7. შესაბამის საერთაშორისო პროგრამებში - ოლიმპიადებში, კონფერენციებში, ფესტივალებსა და კულტურულ ტურებში მოსწავლეთა მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა და კოორდინაცია.