


ბაქსვუდისა და კომაროვის სკოლის თანამშრომლობის მემორანდუმი
ბაქსვუდისა და კომაროვის სკოლებმა ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმს მოაწერეს ხელი. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში ბაქსვუდში კომაროვის მათემატიკის,
ხოლო კომაროვის სკოლა-პანსიონში ბაქსვუდის ინგლისური ენის სწავლების მოდულები იფუნქციონირებს.
თანამშრომლობის მიზანია რესურსებისა და ძლიერი მხარეების გაზიარების გზით ორივე სკოლის მოსწავლეთათვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა, დასახელებული მიმართულებებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაძლიერება და ახალი საგანმანათლებლო სერვისების განვითარება.

36027364002_26_24.jpg)
თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებებია:
1. ინგლისური ენისა და მათემატიკის სწავლების მეთოდოლოგიის, რესურსებისა და გამოცდილების გაზიარება;
2. შესაბამის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;
3. ბაქსვუდის სკოლის მხრიდან კომაროვის სკოლის მოსწავლეთა კონკრეტულ ჯგუფებში/კლასებში ინგლისური ენის სწავლების წარმართვა, პერიოდული შეფასება და მონიტორინგი;
4. კომაროვის სკოლის მხრიდან ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეთა კონკრეტულ ჯგუფებში/კლასებში მათემატიკის სწავლების წარმართვა, პერიოდული შეფასება და მონიტორინგი;
5. ერთობლივი წრეების, კურსების, კონკურსებისა და საშაბათო სკოლების ორგანიზება;
6. ერთობლივი ზამთრისა და საზაფხულო პროგრამების განხორციელება;
7. შესაბამის საერთაშორისო პროგრამებში - ოლიმპიადებში, კონფერენციებში, ფესტივალებსა და კულტურულ ტურებში მოსწავლეთა მონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა და კოორდინაცია.