"იმისთვის, რომ ბედნიერი იყო, ბედნიერების შესაძლებლობის უნდა გჯეროდეს"
სასწავლო წლის მიმდინარეობისას
მნიშნელოვანია მოსწავლეების მოტივაცია და ჩართულობის ხარისხი, რომელიც ბუნებრივია მუდამ
ერთნაირი ვერ იქნება. წლის განმავლობაში ჩანიშნული ღონისძიებები და აქტივობები ძალიან
გვეხმარება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში და მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში.
ღონისძიებებიდან უნდა გამოვყოთ ბედნიერების დღე, რომელიც ბავშვებისთვის სიურპრიზია
და ყოველ წელს სხვადასხვა დღეს იმართება, გაზაფხულის სემესტრში. ტუტორები და მასწავლებლები
წლის განმავლობაში ინიშნავენ ბავშვებს სურვილებს, ინტერესებს და ბედნიერების დღეზე,
ყველა სურვილი ერთად სრულდება. სიურპრიზები სასკოლო ავტობუსებიდან იწყება და სკოლის
ყველა კომპონენტს მოიცავს, იქნება ეს საგაკვეთილო პროცესი, სამზარეულო, სპორტი, თუ
კლუბები. მსგავსი აქტივობები კარგი განტვირთვაა ბავშვებისთვის, რაც ერთის მხრივ სკოლას
მათ საყვარელ ადგილად აქცევს, ხოლო მეორეს მხრივ ზრდის მათ აკადემიურ მოსწრებას და
სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობას.