სკოლამდელი აღზრდის ცენტრი
bg bg

სკოლამდელი აღზრდის ცენტრი

ბაქსვუდის სკოლის მოსამზადებელი პროგრამა ზრუნავს იმ უნარ-ჩვევების  გამომუშავება-განმტკიცებაზე, რომლებიც დაეხმარება ჩვენს პატარებს სკოლის აკადემიურ და სოციალურ პროცესებთან ადაპტაციაში. 

სასწავლო დღე 09:30 სთ-დან 16:45 საათამდე გრძელდება. 

პროგრამა მოიცავს ასაკობრივი თავისებურებების შესაბამის შემეცნებით, სპორტულ-გამაჯანსაღებელ და სახელოვნებო აქტივობებსა და გაკვეთილებს: ხატვა, ძერწვა, მუსიკა, ეთიკა, ზღაპრის საათი, ტანვარჯიში, მხიარული სტარტები, საანბანო თამაშები, სახალისო ციფრები (მათემატიკის შესავალი), ინგლისური ენის ზეპირსიტყვიერი საფუძვლები, მინი-ლაშქრობები ბაქსვუდის ტყეში/ღია სივრცეში და თემატური ექსკურსიები სკოლის გარეთ.

მოსამზადებელი ჯგუფის სააღმზრდელო გუნდი ყველა იმ კომპეტენციასა და მახასიათებელს ფარავს, რომელიც ამ ასაკობრივ ჯგუფს სჭირდება - მზრუნველობა, ბავშვთა ფსიქოლოგია, ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა, პედაგოგიკა, საჭიროებათა საბაზისო დიაგნოსტირება, ეფექტური კომუნიკაცია, ემოციების მართვა და ა.შ.

სკოლამდელი აღზრდის ცენტრი
სკოლამდელი აღზრდის ცენტრი

თითოეულ ჯგუფს, რომელშიც 22 პატარა ბაქსვუდელია, 2 აღმზრდელი-ტუტორი ჰყავს. ისინი მთელ დღეს ბავშვებთან ერთად ატარებენ და ყველა აქტივობაში თითოეული მათგანის მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფენ.

ცენტრის პროგრამით გათვალისწინებულია სამჯერადი კვება და ასევე დამატებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ტრანსპორტირების სერვისით.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/14mOXZ5CH5X7tv2ob-dYm6D5a6UYFncpexRO8GbV6pKg/viewform?edit_requested=true

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სკოლამდელი და დაწყებითი განათლების ხელმძღვანელს:

  • წყნეთის კამპუსი - მაშო ჯოხაძე: juniors@buckswood.ge
  • გელოვანის კამპუსი - მარიამ თანანაშვილი: schoollife@buckswood.ge