სკოლის შესახებ
რეგისტრაცია
კონტაქტი
random image

სიახლეები

მიღება

10 jul 2023 მიღება
მოსწავლის მიღების წესი

დაწყებითი საფეხურის პირველ კლასში ან სკოლამდელი აღზრდის ცენტრში მოსწავლის ჩასარიცხად, მშობელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:


შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა;
ორი ფოტო სურათი 3x4 ზე, CD დისკთან ერთად;
მშობელთა პირადობის მოწმობის ასლები.

ბაქსვუდის სკოლაში მოსწავლეთა გადმოყვანა სხვა სკოლიდან შესაძლებელია მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ისე, რომ პროცედურა არ მოვიდეს წინააღმდეგობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებთან;

ახალი მოსწავლის მიღება ხდება შესაბამისი საფეხურის ხელმძღვანელთან გასაუბრების  საფუძველზე იმ შემთხვევაში, თუ სკოლის მიერ კონკრეტული კლასისათვის გამოყოფილი ადგილებიდან თავისუფალია 1 მაინც.  დაწყებით და საბაზო საფეხურებზე გასაუბრების შემდეგ საფეხურის ხელმძღვანელი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაენიშნება თუ არა ტესტირება კანდიდატს რომელიმე საგანში/საგნებში. აღნიშნულ საფეხურებზე მიღების ეტაპები ემსახურება მოსწავლესთან სამუშაო სასწავლო გეგმის შედგენისათვის საჭირო დიაგნოსტირებას, რათა მოსწავლეს, ნებისმიერი ინდივიდუალური/სპეციალური საჭიროების შემთხვევაში, სკოლამ დაახვედროს შესაბამისი გარემო და რესურსები. საშუალო საფეხურზე, გასაუბრებასთან ერთად, მოსწავლე გადის ტესტირებას შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა და რომელიმე საბუნებისმეტყველო საგანი, რომელსაც მოსწავლე ირჩევს თავად. მოსწავლე მიიღება თუ ტესტირების შედეგი ყველა საგანში ფასდება 55%-ით ან მეტით (ბაქსვუდის სკოლის მიერ კლასის/საფეხურის დაძლევისათვის დაწესებული ბარიერის გათვალისწინებით).

შესაბამისი საფეხურის ხელმძღვანელს უფლება აქვს კონკრეტული კლასისათვის დააწესოს დამატებითი კრიტერიუმები ცალკეული შემთხვევიდან გამომდინარე ან მშობლისაგან მოითხოვოს დამატებითი რეკომენდაცია (ზეპირი ან წერილობითი ფორმით) ნებისმიერი მესამე პირისაგან, რომელსაც რაიმე სახით მანამდე ჰქონია შეხება კანდიდატთან;

მოსწავლის დასარეგისტრირებლად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: მოსწავლეთა რეგისტრაცია