


სწავლა ბაქსვუდში
ბაქსვუდის სკოლის
სასწავლო დღე 9:30 საათიდან 17:00 საათამდე გრძელდება და მოიცავს როგორც საგაკვეთილო
პროცესს, ასევე, კვების შესვენებებს, გახანგრძლივებულ პროგრამასა და დამატებით აქტივობებს.


ბაქსვუდის სკოლის
თითოეული მოსწავლე სარგებლობს სერვისების გაერთიანებული პაკეტით:
- ტრანსპორტირება „სახლიდან სახლამდე“;
- კვება (დაწყებითი საფეხურისათვის - ორჯერადად, ხოლო უფროსკლასელებისათვის ერთჯერადად);
- გახანგრძლივებული პროგრამა (მეცადინეობის დრო და საკონსულტაციო საათი საგნის მასწავლებელთან);
- სკოლის აკადემიური ფორმა;
- სკოლის სპორტული ფორმა;
- სახელმძღვანელოები;
- თემატური ექსკურსიები.