გახანგრძლივებული პროგრამა
ბაქსვუდის სკოლის სასწავლო დღე 09:30 სთ-დან 16:45 სთ-მდე გრძელდება, საიდანაც საგაკვეთილო პროცესი სრულდება 15:00 საათისთვის, ხოლო დარჩენილი 1 სთ და 45 წუთის განმავლობაში მოსწავლეებს აქვთ ე.წ. გახანგრძლივებული პროგრამა. აღნიშნულ პერიოდში ბაქსვუდელები ამზადებენ მომდევნო დღის საშინაო დავალებებს შესაბამისი ტუტორის, ჰაუსმასტერის ან მასწავლებლის მეთვალყურეობის ქვეშ.
ამის გარდა, მათ აქვთ ალტერნატივა, რომ ეს დავალებები, ნაწილობრივ ან სრულად, შეასრულონ შინ, ხოლო გახანგრძლივებული პროგრამის დრო დაუთმონ მათთვის საყვარელ კლუბს, დამატებით წრეს, ჰაუსურ აქტივობებს ან საგნის კონკრეტულ მასწავლებელთან მეცადინეობას. კვირაში ორჯერ - სამშაბათს და ხუთშაბათს, ბაქსვუდელებს ასევე აქვთ დამატებითი არჩევანი, სკოლიდან წამოვიდნენ გაკვეთილების დასრულებისთანავე (15:00 საათისთვის) და სხვა მიზნისათვის გამოიყენონ ეს პერიოდი.