წინასაბაკალავრო პროგრამა
bg bg

წინასაბაკალავრო პროგრამა

წინასაბაკალავრო პროგრამა ბაქსვუდელების კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც მე-10, მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებს ამზადებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ საუნივერსიტეტო და პროფესიული ცხოვრებისათვის.


პროგრამის შემადგენელი კომპონენტებია:

  • პრაქტიკული ტრენინგების კურსი - CV-Resume-ს წერა, სამოტივაციო წერილის წერა, სამსახურეობრივი გასაუბრების სიმულაცია, ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ტექნიკა, ლიდერობა, სამეწარმეო უნარები (Start-Up Club) და ა.შ.;

  • პროფესიული არჩევანის მხარდაჭერა - პროფესიების კვლევა, საორიენტაციო სესია პარტნიორ ორგანიზაციაში, წარმატებულ ადამიანებთან შეხვედრები;

წინასაბაკალავრო პროგრამა
წინასაბაკალავრო პროგრამა
  • პროფესიული პორტფოლიოს შექმნა - სოციალური, სამეწარმეო და საქველმოქმედო პროექტების ინიცირება, განხორციელება, ჩართულობა;

  • პერსონალური საუნივერსიტეტო მრჩეველი (College Counselling) - უნივერსიტეტებისა და საბაკალავრო პროგრამების შესახებ კონსულტირება, სააპლიკაციო პროცესის ორგანიზება, საუნივერსიტეტო აპლიკაციების მომზადებაში მხარდაჭერა.


დამატებითი ინფორმაციისათვის, მიმართეთ წინასაბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, მურთაზ თაკალანძეს ელ.ფოსტაზე: pbp@buckswood.ge