random image
დაწყებითი სკოლის ფესტივალი
15 june 16:00

ბაქსვუდის სკოლის ტრადიციული ღონისძიებები სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. დაწყებითი სკოლის ფესტივალი- ბაქსვუდის ტრადიციული, წლის შემაჯამებელი ღონისძიებაა ორივე კამპუსისთვის.

მოსწავლეებს საშუალება აქვთ მშობლებთან ერთად ესტუმრონ სკოლის ტერიტორიაზე მოწყობილ სპეციალურად ორგანიზებულ შემეცნებით და სათავგადასავლო სივრცეებს, ჩაერთონ ჯგუფურ, ინდივიდუალურ, სპორტულ და აკადემიურ აქტივობებში. ღონისძიების მიზანია ბაქსვუდური ოჯახების სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა, დაახლოება და იმ სამკუთხედის განმტკიცება (მოსწავლე, სკოლა, მშობელი), რომელიც უმნიშვნელოვანესია თითოეული მოსწავლის წარმატებული სასკოლო ცხოვრებისათვის.