A Level პროგრამა
bg bg

A Level პროგრამა

ბაქსვუდის სკოლა 2025-2026 სასწავლო წლიდან წყნეთის კამპუსში ახორციელებს Pearson Edexcel International A Level პროგრამას. ეს არის ბრიტანული საგანმანათლებლო სისტემა, რომელსაც ენდობიან მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და რომელსაც უკვე 150 წელზე მეტია, საუკეთესო სკოლებში ასწავლიან.

რატომ A Level?

A Level არის მსოფლიო დონის კვალიფიკაცია, რომელიც:

  • აღიარებულია ევროპის, ამერიკის, ბრიტანეთის, ავსტრალიისა და აზიის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ.

  • საშუალებას აძლევს მოსწავლეს, სიღრმისეულად შეისწავლოს მისთვის საინტერესო სფეროები.

  • გეხმარებათ ძლიერი პორტფოლიოს შექმნაში უნივერსიტეტებში მოსახვედრად.

ვისთვის არის პროგრამა?

A Level პროგრამაში ჩართვა მე-11 კლასიდან წყნეთის კამპუსის მოსწავლეებს შეუძლიათ.

როგორ მიმდინარეობს სწავლება?

  • პროგრამა ხორციელდება ბაქსვუდის წყნეთის კამპუსში, მოსწავლეები სრულ აკადემიურ მომზადებასა და მხარდაჭერას სკოლაშივე იღებენ.

  • სკოლა პარტნიორობს Pearson Edexcel-თან - დიდ ბრიტანეთში უმსხვილეს საგამოცდო ორგანიზაციასთან.

  • მოსწავლეებს ვთავაზობთ სრულ კონსულტაციას საგნების სწორად შერჩევასა და საუნივერსიტეტო აპლიკაციების მომზადებაში.

A Level პროგრამა
A Level პროგრამა

რა საგნებს შეისწავლიან მოსწავლეები?

საგნების არჩევანი ინდივიდუალურად, მოსწავლის ინტერესებისა და უნივერსიტეტის მოთხოვნების გათვალისწინებით ფორმირდება. შესაძლო საგნებია:

  • English Language

  • Economics

  • ICT

  • Mathematics

  • Business Studies

  • Physics

  • History

  • Politics

  • Psychology

რატომ ვენდობით Pearson Edexcel-ს?

  • Pearson არის დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი საგამოცდო ორგანიზაცია.

  • დღეს მას მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში 6,500-ზე მეტი სკოლა და კოლეჯი ენდობა.

  • Pearson-ის International GCSE და International A Level დიპლომებით ყოველწლიურად 3.5 მილიონზე მეტი სტუდენტი აგრძელებს სწავლას წამყვან უნივერსიტეტებში.

  • A Level პროგრამა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, ლიდერობისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას.

ჩვენი მიზანია, ბაქსვუდის მოსწავლეები იყვნენ არა მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრების ახალგაზრდები, არამედ, მომავლისთვის მზადმყოფი, ტექნოლოგიურად განვითარებული და დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნებები.

კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის ხელმძღვანელს: მეგი კლდიაშვილი – m.kldiashvili@buckswood.ge