ბაქსვუდის სკოლა გელოვანზე
bg bg

ბაქსვუდის სკოლა გელოვანზე

ბაქსვუდის სკოლის ახალი ფილიალი მდებარეობს მარშალ გელოვანზე, m²-ის საცხოვრებელ უბანში - m³ საბურთალო, ცენტრალური პარკის მიმდებარედ. ტერიტორია მოიცავს საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას. 


ახალი კამპუსი დაპროექტებულია საერთაშორისო და ქართველ არქიტექტორთა პროფესიონალი გუნდის მიერ, რომლის მთავარი ინტერესი შენობის კონცეფციაში საერთაშორისო გამოცდილების შემოტანა იყო. 

ბაქსვუდის სკოლა გელოვანზე
ბაქსვუდის სკოლა გელოვანზე


ბაქსვუდის სკოლის უმთავრესი მისიაა თითოეული მოსწავლის უნიკალური ნიჭის აღმოჩენა და შესაბამისი გარემოს შექმნა მისი მაქსიმალური რეალიზებისათვის. ბაქსვუდის საგანმანათლებლო სისტემა მოწოდებულია, განათლების ქართული და ბრიტანული ტრადიციების შერწყმის გზით, აღზარდოს მომავალი თაობები თანამედროვე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მისცეს მათ საფუძვლიანი საბაზო ცოდნა სხვადასხვა დარგში და განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები წარმატებული სტუდენტობისა და პროფესიული კარიერისათვის.



სკოლის ახალი კამპუსი გაშენებულია ერთ ჰექტარზე და მოიცავს სამ ბლოკს. გარდა უსაფრთხოებისა და თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებისა, შენობის ერთ-ერთი უპირატესობა მისი ენერგოეფექტურობაა. მზით გამომუშავებული ენერგია, მზის პანელები და კომბინირებული დათბუნების ეფექტი ის დამატებითი და მნიშნელოვანი მახასიათებლებია, რომელიც კლიმატის ცვლილებაზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 


2023-2024 სასწავლო წელს ბაქსვუდის სკოლა აცხადებს მიღებას სკოლამდელი აღზრდის ცენტრის (5 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის), პირველკლასელებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის.