ღია კარის დღე
bg bg

ღია კარის დღე

Ბაქსვუდის სკოლა მშობელთან კომუნიკაციისთვის სხვადასხვა ფორმას იყენებს: Schoolbook-ს, სმს შეტყობინებებს, დაწყებითი საფეხურის შემთხვევაში, სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფებს, სკოლის ცხელ ხაზსა და მშობელთა ღია კარის დღეს წელიწადში 4-ჯერ.  ღია კარის დღისთვის დათმობილია წელიწადში 4 შაბათი დღე, რომელიც მშობელს წლის დასაწყისშივე შეუძლია ნახოს სკოლის აკადემიურ კალენდარში - https://shorturl.at/qYRbf 


ღია კარის დღე
ღია კარის დღე

ღია კარის დღის ბაქსვუდური ფორმატი მშობელს საშუალებას აძლევს ინდივიდუალურ შეხვედრაზე განიხილოს თითოეულ მასწავლებელთან თავისი ბაქსვუდელი შვილის საჭიროებები, განსაზღვროს მისი ძლიერი მხარეები და ეფექტური თანამშრომლობით დასახოს გზები თუ როგორ გაუმკლავდეს სასკოლო ცხოვრებაში არსებულ გამოწვევებს.

Აღნიშნული ფორმატის შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს ატარებს და თითოეული მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. გვჯერა, რომ სწორი და ჯანსაღი კომუნიკაციით ყველა საკითხის გადაჭრა შეიძლება და რაც ყველაზე მთავარია, ის სამკუთხედი, რომელსაც სკოლა, მშობელი და ბავშვი ქმნის, თითოეული ბაქსვუდელი მოსწავლისათვის წარმატების გარანტიაა.