


Qualtrics x Buckswood
Ბაქსვუდის სკოლა თანამშრომლობას იწყებს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კვლევით კომპანიასთან. თანამშრომლობის ფარგლებში შესაძლებლობა გვექნება ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ საუკეთესო პლატფორმა უკუკავშირის გასაზიარებლად, ასევე გავაანალიზოთ სერვისების განვითარება და დროულად განვსაზღვროთ პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზები.
Qualtrics-ი ვებზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც აერთიანებს კვლევით კომპონენტს და მომხმარებელთა საუკეთესო გამოცდილებას. Qualtrics-ი 2002 წელს დაარსდა და ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით 30 000-მდე კომპანია იყენებს, მათ შორის ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა The North Face, Panasonic, Fujitsu და სხვ.

Პროგრამა იყენებს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, რაც პარალელურ რეჟიმში კომპანიასა და მომხმარებლებს ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. Qualtrics-ი ემსახურება მომხმარებელთა მრავალფეროვან ბაზას, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ინდუსტრიაში, დაწყებული მცირე ბიზნესიდან მსხვილ საწარმოებამდე და აკადემიურ ინსტიტუტებამდე.
Იმედი გვაქვს Qualtrics-თან ერთად თქვენი ბაქსვუდური თავგადასავალი და კომუნიკაციის ხარისხი განვითარების ახალ ეტაპზე გადავა.
Საუკეთესო სურვილებით
Ბაქსვუდის სკოლის ადმინისტრაცია