ბაქსვუდს დაწყებითი
განათლების პროგრამების ახალი კოორდინატორი ჰყავს 🚀
მაშოს
ბაქსვუდური ამბავი 8 წლის წინ დაიწყო და ათეულობით მოსწავლის წარმატებას და
სიყვარულს ითვლის.
“დაკვირვება, აღმოჩენა და წახალისება -
ბავშვებთან ურთიერთობის მთავარი მიდგომაა.”
აკადემიური
უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ფაქტობრივი ცოდნის გადაცემასთან ერთად, მაშოს
მიაჩნია, რომ სკოლა მოსწავლის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური და სოციალური
უნარების განვითარებაზეც იზიარებს პასუხისმგებლობას.
მაშო
ბოლო ორი წელია სკოლის ინკლუზიური განათლების პროგრამას ხელმძღვანელობს. 2023 წლის
მარტიდან კი, ტუტორების გუნდთან ერთად, ახალ ჯადოსნურ თავგადასავალს იწყებს.
“მთავარია, გვჯეროდეს, რომ თითოეული ბავშვი
უნიკალურია, რაც დაგვემხარება, რომ ამოვიცნოთ და განვავითაროთ მათი ჯერ არ
აღმოჩენილი შესაძლებლობები, მიზნები და ინტერესები.”
ბაქსვუდის
გუნდის წევრობის გარდა, მაშო გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი და ეუფლება კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპიის (CBT)
ტექნიკებს.
წარმატებას
ვუსურვებთ მაშოს და ბაქსვუდელ ჯუნიორებს სასკოლო ცხოვრების ახალ ეტაპზე 🚀