ნიკოლოზი მეოთხე კლასიდან ბაქსვუდში სწავლობს და ფიქრობს, რომ მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში ბაქსვუდს დიდი როლი აქვს. ნიკოს პრეფექტობა დიდი ხანი უნდა, ახლა ის ოსტინის ჰაუსის პრეფექტია და თვლის, რომ ეს მისგან დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
ნიკოს პროგრამირება იზიდავს, თვლის, რომ ეს მისი სამომავლო პროფესიაა. თავისუფალ დროს კი, უკვე 5 წელია რაც რაგბს თამაშობს. ნიკოსთვის მისი სუპერ ძალა დაძაბულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნებაა, რაც მას პრეფექტობასაც უადვილებს.
უსმენს კანიე ვესტს და ამბობს, რომ კვენტინ ტარანტინოს ყველა ფილმი ზეპირად იცის. წიგნებიდან კი აგათა ქრისტის ერთ-ერთ შემოქმედებას, “ბოროტება მზის ქვეშ”-ს გამოარჩევდა.
ნიკოსთვის მთავარი გამოწვევა წელს ჰაუსური გუნდურობის შენარჩუნებაა და ფიქრობს, რომ ეს იქნება როგორც მისი, ასევე ჰაუსის წარმატება.
წარმატებას ვუსურვებთ ნიკოს და თავის ჰაუსს.