სკოლის შესახებ
რეგისტრაცია
კონტაქტი
random image

სიახლეები

საპრეფექტო 2022: Bronte

02 თებერვალი 2023 საპრეფექტო 2022: Bronte

ირინა მესამე კლასიდან ბაქსვუდელია და ფიქრობს, რომ საკუთარი ინტერესების ჩამოყალიბებაში ბაქსვუდს მნიშნელოვანი როლი აქვს. ჰაუსური ცხოვრება ირინასთვის სხვადასხვა შესაძლებლობების წყაროა, რომელიც პირველ რიგში, ასაკობრივი ბარიერის დაძლევაში ეხმარება მოსწავლეებს და ამასთანავე საკომუნიკაციო უნარებს ხვეწს.

ირინასთვის პრეფექტობა განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო საქმეა, ცდილობს ყველასთან საერთო ენა გამონახოს, რომ წარმატების მიღწევა გაუმარტივოს, როგორც საკუთარ თავს, ისე თავის ჰაუსს.


ჯერჯერობით ერთ ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა არის სწავლის და ჰაუსური ცხოვრების დაბალანსება. ვცდილობ, რომ გავაუმჯობესო ჩემი დროის მენეჯმენტი, რომ ორივე საქმე ხარისხიანად გამომივიდეს


ირინას უყვარს კითხვა. მეხუთე კლასიდან განსაკუთრებულად მოსწონს ილია ჭავჭავაძე და მისი შემოქმედება. თავის სუპერ ძალად თვლის ლოგიკურ აზროვნებას და თუ რამდენად არგუმენტირებულად შეუძლია თავისივე აზრის დაცვა. თვლის, რომ ამბიციურია, რაც მომავალში მისი სამომავლო გეგმებისა და მიზნების განხორციელებაში დაეხმარება.

ირინას მთავარი გამოწვევა დღეს ჰაუსური ერთიანობის მიღწევაა და საკუთარ ძლიერ მხარეებზე კონცენტრირება.

წარმატებას ვუსურვებთ ირინას და თავის ჰაუსს!