მარიამი მეოთხე კლასიდან ბაქსვუდელია და თვლის რომ ბაქსვუდმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ფიქრობს, რომ ჰაუსური ცხოვრებით მოზარდები სწავლობენ ჯანსაღ კონკურენციას, მეგობრობას და ურთიერთობას სხვადასხვა ასაკის ადამიანთან.
„ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო პრეფექტობა და ვამბობდი, რომ ერთ დღეს მეც გავხდებოდი, საბედნიეროდ ეს სურვილი ამიხდა და თავად მივხვდი რამხელა პასუხისმგებლობა და ამასთანავე, სიამოვნებაა ეს ყველაფერი.“
მარიამი ორი წელია გიტარაზე უკრავს, შესაბამისად, თავისუფალ დროს უმეტესად ამას უთმობს. უყვარს ო’ჰენრისა და კრისტოფერ ნოლანის შემოქმედება.
„წელს წარმატებულად ჩავთვლი მაშინ როცა დავინახავ, რომ დოილის ჰაუსი ერთ გუნდად იქცა.“
წარმატებას ვუსურვებთ მარიამს და მის ჰაუსს!