სკოლის შესახებ
რეგისტრაცია
კონტაქტი
random image

სიახლეები

საპრეფექტო 2022: Head of School

28 dec 2022 საპრეფექტო 2022:  Head of School

გიორგი სკოლის მთავარი მოსწავლეა, იგივე Head Of School - ი. პირველი კლასიდან ბაქსვუდელია და ფიქრობს, რომ პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებაში ბაქსვუდის სკოლას დიდი როლი აქვს. გიორგისთვის ჰაუსური ცხოვრება ის ერთ-ერთი მთავარი რამაა, რაც ბაქსვუდს სხვა სკოლებისგან გამოარჩევს. 

“ჰაუსური ცხოვრება ახალისებს სწავლის პროცესს”


Head of School - ობა გიორგისთვის საკმაოდ პასუხისმგებლიანი და საინტერესო როლია. 

“ყველა მოსწავლეს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა ურთიერთობისას, რაც ნამდვილად რთულია, მაგრამ ვცდილობ, რომ გავიცნო ყველა, რათა მივხვდე ვის როგორ მივუდგე”.

გიორგის უყვარს სპორტი, ფილმების და სერიალების ყურება. დაინტერესებულია ბიზნესით, განსაკუთრებით კი ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით. ფიქრობს, რომ ის რაც სხვებისგან გამოარჩევს თავდაჯერებულობა და სწორი კომუნიკაციის უნარია.

“ძალიან გამიხარდება თუ სკოლისთვის დასამახსოვრებელი Head of School - ი ვიქნები და მოსწავლეები მომავალში გაიხსენებენ თუ რამდენად კომფორტული იყო ჩემთან ურთერთობა.”