სკოლის შესახებ
რეგისტრაცია
კონტაქტი
random image

სიახლეები

საპრეფექტო 2022: Kipling

24 იანვარი 2023 საპრეფექტო 2022: Kipling

მეგობრები “ლალას” ეძახიან, მესამე კლასიდან ბაქსვუდელია და ფიქრობს, რომ ბაქსვუდის სკოლას სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში დიდი როლი აქვს, რომელიც მომავალში გამოადგება. ჰაუსური ცხოვრება კი მისთვის სკოლაში სიარულს საინტერესოს და განსხვავებულს ხდის. 

 “გვეხმარება განტვირთვაში და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან კომუნიკაციაში. სკოლაში სიარული მოსწავლისთვის არის საინტერესო და განსხვავებული.”


ნინის დიდი ხნის ნანატრი ოცნებაც ახდა და ის ახლა პრეფექტია. 


“სულ ვოცნებობდი პრეფექტობაზე, მაგრამ ვთვლიდი, რომ ეს მხოლოდ ოცნებად დარჩებოდა. მალევე მივხვდი, თუ რამხელა როლს ასრულებდა პრეფექტი ჰაუსურ ცხოვრებაში და ზოგადად რამხელა პასუხისმგებლობა იყო პრეფექტობა. რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ამ ფაქტმა უფრო და უფრო მომიმატა მოტივაცია, რომ პრეფექტი გავმხდარიყავი.”


ნინის უყვარს ფიზიკა, ქიმია, განსაკუთრებით მათემატიკა. სწავლის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით აპირებს და კონკრეტული პროფესიის არჩევასაც ამ განხრით გეგმავს. 


“არ მოგატყუებთ და მე არც წიგნებით ვარ დიდად გატაცებული და არც რომელიმე სპორტით, თუმცა ერთ-ერთი რაღაც რაც სიამოვნებას მანიჭებს არის ე.წ. ქოუდინგი. ვიცი პროგრამირების რამდენიმე ენა C++, python, java, HTML and CSS.”

ნინის ერთ-ერთი მთავარი მიზანი წელს თავის ჰაუსში გუნდურობის შეგრძნების შენარჩუნებაა.


“ ჩემთვის მთავარია წლის ბოლოს კიპლიგის ჰაუსი იყოს ერთი დიდი გუნდი. ყოველი მოსწავლე იყოს მოტივირებული და ჰქონდეთ ამბიცია, რომ მომავალ სასწავლო წელს საუკეთესოები იქნებიან.”


წარმატებას ვუსურვებთ ნინის და მის ჰაუსს!