სკოლის შესახებ
რეგისტრაცია
კონტაქტი
random image

სიახლეები

საპრეფექტო 2022: Rowling

09 dec 2022 საპრეფექტო 2022:  Rowling

ანა პირველი კლასიდან ბაქსვუდელია და ფიქრობს, რომ გარდა განათლებისა, ბაქსვუდი მას სხვა მრავალფეროვან შესაძლებლობებს აძლევს. პრეფექტობა კი ასეთი რთული არასდროს წარმოედგინა. 

“პრეფექტზე იმაზე მეტია დამოკიდებული ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო, თუმცა, თავისი ჰაუსელების მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გახდება.”

- რა შეგრძნებაა პრეფექტობა?

“პირველად რომ გავიგე როულინგის პრეფექტი ვხდებოდი სულ სხვანაირი სიხარული იყო, არ იყო ერთი ემოცია, ყველაფერს ერთად ვგრძნობდი. შემდეგ კი, სკოლაში მოსვლისას, სულ სხვა პასუხისმგებლობები დამეკისრა, ვიდრე მოველოდი. ყოველდღე ბავშვების ნახვა და იმის ცოდნა, რომ პრეფექტთან ერთად, მეგობრადაც გთვლიან და შენს გვერდში დგომას ელოდებიან, მაინც სულ სხვა შეგრძნებაა, რასაც ვერ წარმოვიდგენდი.”


ანას არ უყვარს მომავლის დაგეგმვა და მისი წარმოდგენა, თუმცა, აღნიშნავს, რომ მოსწონს და იზიდავს დეტექტივობა და ბიზნესის მართვა. ამ გატაცების ჩამოყალიბებაში წიგნებსაც გარკვეული როლი აქვთ. ანას ძალიან უყვარს დეტექტივები და როგორც მწერალი, მედლინ რუს და მის ტრილოგიას გამოარჩევდა. ანა ცეკვავს კიდეც და თავისუფალ დროს უმეტესად დარბაზში რეპეტიციებზე ატარებს.

- როგორი იქნებოდა შენი და შენი ჰაუსისთვის წარმატებული წელი? 


“რა თქმა უნდა, გამარჯვება ყველას უნდა, მაგრამ წლის ბოლოს მინდა ვნახო იმდენად გაერთიანებული ჰაუსი, რომ ყოველ წამს ჰქონდეთ არამარტო ჩემი, არამედ ერთმანეთის და საკუთარი თავის იმედიც."


"თუ შენ ვერ დაიჯერე რამდენად ძლიერი ხარ სხვისი დაჯერება ვერ გიშველის, უნდა დაიჯერო, რომ ყველაფერი გამოგივა”


წარმატებები ანას და მის ჰაუსელებს!