ლელი ბაქსვუდის ოჯახს ერთი წლის წინ შემოუერთდა და იმ წამიდან ჰაუსური ცხოვრება მისთვის ახალი და მიმზიდველი რამ აღმოჩნდა, ამიტომაც გადაწყვიტა პრეფექტი თავადაც გამხდარიყო. მანტიის მორგებისთანავე ლელიმ დიდი პასუხისმგებლობა იგრძნო და გაიაზრა, რომ წინ ძალიან საინტერესო და გამოწვევებით სავსე წელი ელოდა. ლელის, როგორც პრეფექტის, უდიდესი სურვილია, რომ მისი ჰაუსის წევრები მას არამარტო პრეფექტის,არამედ მეგობრის როლშიც ხედავდნენ.
“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჰაუსურ ცხოვრებას, რადგან სკოლაში სწავლის გარდა გეძლევა შესაძლებლობა აღმოაჩინო საკუთარი თავის უნიკალური თვისებები”.
ლელი ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგიით იყო გატაცებული, ახლა კი ფიქრის და გამორკვევის პროცესშია. მისი აზრით, ის რაც სხვებისგან გამოარჩევს კომუნიკაციის განსხვავებული სტილია, რომელიც სითბოთია სავსე და ეს მას საშუალებას აძლევს რთული სტიუაციიდან გამოსავალი მარტივად იპოვოს. ლელის განსაკუთრებულად უყვარს ფრენბურთი
“ფრენბურთის ვარჯიშის დროს ვისვენებ, ჩემთვის ეს განტვირთვაა.”
ლელის მთავარი გამოწვევა წელს დასახული მიზნების მიღწევაა და ამ მიზნების უმეტესობა თავის ჰაუსს უკავშირდება.
წარმატებებს ვუსურვებთ ლელის და Wells - ის ჰაუსს!