სკოლის შესახებ
რეგისტრაცია
კონტაქტი
random image

სიახლეები

საპრეფექტო 2023: AUSTEN HOUSE

28 dec 2023 საპრეფექტო 2023: AUSTEN HOUSE

“ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ მე და ჩემმა მშობლებმა. ვთვლი, რომ ბაქსვუდმა შემიქმნა კომფორტული გარემო სწავლისთვის და დამეგობრებისთვის. ამაში დიდი როლი ჰაუსურმა ცხოვრებამაც ითამაშა. ჰაუსური ცხოვრება უქმნის მოსწავლეს კომფორტულ გარემოს და უმრავალფეროვნებს სკოლის დღეებს”.


დაწყებით კლასებში, ალინა თვლიდა, რომ საპრეფექტოს დიდი როლისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც მათ გააჩნიათ სასკოლო ცხოვრების განვითარებაში, ძალიან ძნელი იყო პრეფექტობა, რაც, როგორც ამბობს,  სიმართლე აღმოჩნდა. 


“ახლა ვხვდები, რომ მანტიის ტარებასთან ერთად მოდის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც ასევე გვაძლევს გამოცდილებას და გვიქმნის უამრავ ბედნიერ მოგონებას.”


სირთულეებთან ერთად, ალინას პრეფექტის როლში ყოფნა დიდ სიამოვნებას ანიჭებს.   


“პრეფექტობისას გრძნობ თითქოს რაღაც ნამდვილად მნიშვნელოვნის ნაწილი ხარ, გრძნობ სიახლოვეს თითოეულ ჰაუსელთან, იზიარებ მათ სიხარულს და პრობლემას, იაზრებ რას ნიშნავს ნამდვილი გუნდი და გუნდური მუშაობა”


ალინას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა სფეროში აპირებს სწავლის გაგრძელებას, თუმცა, ბავშვობიდან აინტერესებს და ხიბლავს მედიცინის სფერო. ასევე, ძალიან მოსწონს ენების შესწავლა.


“რადგან პროფესია ჯერ-ჯერობით არ მაქვს არჩეული, ვფიქრობ, ახლო მომავალში ვისწავლი უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე, ვიქნები მოხალისე და დავეხმარები მიუსაფარ ცხოველებს, ვიქნები ბედნიერი და გავაკეთებ იმას, რაც ბედნიერებას მომანიჭებს.”


თავისუფალ დროს ალინა წიგნების კითხვას უთმობს, ახლო ადამიანებს და უყვარს მუსიკის მოსმენა. ალინას წიგნის რეკომენდაცია შეგიძლიათ იხილოთ Buckswood Recommends - ის რუბრიკაში: ალინას რეკომენდაცია


ალინას წლის მთავარი მიზანია ოსტინის ჰაუსში გუნდურობას მიაღწიოს, თითოეული ჰაუსელი კი ბედნიერი და ჩართული ჰაუსურ ცხოვრებაში. 


“ამ წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცდები გავაკეთო ყველაფერი ჩემი მიზნების მისაღწევად”

წარმატებები ალინას და თავის ჰაუსს 🚀