მაშო 2014 წლიდან ბაქსვუდის ოჯახის წევრია. ახლა, უკვე როგორც ბრონტეს ჰაუსის პრეფექტის როლში, ფიქრობს, რომ ჰაუსური ცხოვრება მოსწავლეს ბევრი თვისების აღმოჩენასა და შეძენაში ეხმარება და თვლის, რომ არც თვითონაა გამონაკლისი ამ კუთხით.
“პრეფექტობამდეც ძალიან დიდ პატივს ვცემდი საპრეფექტოს და ჩემთვის სამაგალითო მოსწავლეებად ითვლებოდნენ. საოცარი შეგრძნებაა, როცა მახსენდება რომ პრეფექტი ვარ, ვერ ვიჯერებ. ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და ჩემს მიზანს მივაღწიე”
მაშო სირთულეებზეც გულწრფელად საუბრობს. ამბობს, რომ ძალიან ემოციურია და ხშირად იმაზე მეტს ნერვიულობს ვიდრე თვლის, რომ საჭიროა. თავისუფალ დროს ჯირითობს და სრიალებს თხილამურზე. უყვარს გიტარაზე დაკვრა, ქსოვა და ხატვა. აინტერესებს ქირურგია და მომავალში სწავლის გაგრძელებასაც ამ მიმართულებით გეგმავს.
მისთვის მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლოს ჰაუსი ერთ გუნდად ჩამოყალიბდეს და ერთიანობის განცდა გაუჩინოს მის წევრებს.
წარმატებას ვუსურვებთ მაშოს და თავის ჰაუსს 🚀