სკოლის შესახებ
რეგისტრაცია
კონტაქტი
random image

სიახლეები

საპრეფექტო 2023: DOYLE HOUSE

11 dec 2023 საპრეფექტო 2023: DOYLE HOUSE
დათა პირველი კლასიდან ბაქსვუდელია და მას შემდეგ აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. 

“ძალიან მიხარია, რომ ამ სკოლაში ვსწავლობ რადგან ბაქსვუდმა ძალიან ბევრი შესაძლებლობა მომცა. აქ  ვისწავლე ანბანიც და შემდეგ ეტაპებზე პასუხისმგებლობების აღებაც. მიხარია, რომ ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამ ადგილთანაა დაკავშირებული."

დათას აზრით, ჰაუსური ცხოვრება არის სახალისო და საინტერესო დეტალი სასკოლო გარემოში. ეს სისტემა ბავშვებს არამარტო თავიანთ სხვა ბაქსვუდელებთან აკავშირებს და ბევრ მეგობარს უჩენს, არამედ დამატებით, ბევრ სხვა ახალ თვისების აღმოჩენაში ეხმარება მათ. 

"მას შემდეგ რაც ჰაუსურ ცხოვრებას გავეცანი ყოველთვის მინდოდა პრეფექტობა. ჰაუსური ცხოვრება სკოლას სახალისოს ხდის. ძალიან მიხარია, რომ ამ როლში ვიქნები წლის განმავლობაში."

თავისუფალ დროს დათას უყვარს ხატვა და ფეხბურთის თამაში. 

წარმატებას ვუსურვებთ დათას და თავის ჰაუსს 🚀