სკოლის შესახებ
რეგისტრაცია
კონტაქტი
random image

სიახლეები

საპრეფექტო 2023: KIPLING HOUSE

05 dec 2023 საპრეფექტო 2023: KIPLING HOUSE
პეტრე დიდი ხანია ბაქსვუდის ოჯახის წევრია და თვლის, რომ თავის ცხოვრებაში ამან დიდი როლი ითამაშა.

“სკოლამ მომცა განუმეორებელი გამოცდილება და შესაძლებლობები, რამაც შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა. ძალიან მიხარია, რომ ახლა სხვადასხვა მიმართულებით შემიძლია თვითგანვითარებაზე ვიზრუნო.”

ჰაუსური ცხოვრება, პეტრეს აზრით, არის საუკეთესო და განუმეორებელი რამ, იმისათვის, რომ მოსწავლემ გამოავლინოს თავისი ნიჭი, შესაძლებლობები და დახვეწოს კომუნიკაციის უნარები. მისი აზრით სწორედ ეს ხდის ბაქსვუდს უნიკალურს.

“ბავშვობიდან ვუყურებდი პრეფექტებს, როგორც სამაგალითო პირებს, რომლებსაც შეუძლიათ უზარმაზარი პასუხისმგებლობის აღება. ახლა კი მე ვარ პრეფექტის როლში და უამრავი შეგრძნება მეუფლება ბევრ პასუხისმგებლობასთან ერთად.”

მომავალში პეტრე თავს საერთაშორისო ურთიერთობებში ხედავს. უყვარს რომანების კითხვა და აინტერესებს მსოფლიო ისტორია. 

პეტრეს მიზანი წელს ჰაუსელებში სხვადასხვა დამალული ნიჭის აღმოჩენაა, მათი გუნდურობის გამყარება და იმის ჩვენება, თუ რამხელა პოტენციალია თითოეულ მათგანში.

წარმატებას ვუსურვებთ პეტრეს და თავის ჰაუსს 🚀