მარია ბაქსვუდის ოჯახს მეცხრე კლასში შემოუერთდა და ამბობს, რომ ბაქსვუდმა მისი ცხოვრება შეცვალა.
“სკოლის შეცვლამდე არ ვიცოდი, რომ ამდენი რამის გაკეთება მხოლოდ მონდომებით შემეძლო ამ ასაკში. ძალიან ვაფასებ ჩემი ოჯახის წევრების გადაწყვეტილებას, რომ ბაქსვუდი აირჩიეს ჩემთვის.”
ჰაუსური ცხოვრება, მარიას აზრით, ბაქსვუდს უნიკალურობას და განუმეორებლობას სძენს.
“ვიცოდი, რომ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა ჰქონდათ და დიდ შრომას დებდნენ სკოლის განვითარებაში. უამრავი შეგრძნება მეუფლება ერთდროულად, პასუხისმგებლობის პირველ რიგში. ვიაზრებ, რომ ვიღაცისთვის მაგალითი ვარ.”
მომავალში, მარია თავს ეკონომიკის მიმართულებით ხედავს. რამდენჯერმე ხვდა წილად სკოლის ერთ-ერთი პროექტის ფინანსთა ჯგუფის წევრობა და მაშინ გაიაზრა თუ რამდენად კომფორტულად იგრძნო თავი ამ სფეროში.
უყვარს ახლო მეგობრებთან დროის გატარება, კარატე, ალგებრული სავარჯიშოების კეთება და მუსიკა.
“კარატე მეხმარება ასევე პიროვნულ ზრდაშიც. ტატამზე გასვლის პირველ წამებში ტვინს უწევს 10 წამში გაუკეთოს მოწინააღმდეგეს ანალიზი და გეგმა შეიმუშავოს მოგების. შეიძლება დამარცხებიდან უფრო დიდი გაკვეთილი მიიღო და შენი სტრატეგია უკეთესობისკენ შეცვალო.”
მარიას მიზანი წელს ჰაუსელებში გუნდურობის შეგრძნების გაღვივებაა, უნდა რომ მისი დახმარებით გაიაზრონ თუ რამხელა პოტენციალია თითოეულ მათგანში.
წარმატებას ვუსურვებთ მარიას და მის ჰაუსს 🚀