ოთო მესამე კლასიდან ბაქსვუდელია და ფიქრობს, რომ სკოლისადმი აღქმა და დამოკიდებულება მას შემდეგ შეეცვალა რაც ბაქსვუდში სწავლა დაიწყო. ოთოს აზრით, ჰაუსური ცხოვრება მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც გუნდურობის უნარის, ისე საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბებაში. ოთოს მთავარი გამოწვევაა წელს, რომ ჰაუსელებს გუნდურობა შეუნარჩნოს, ჰაუსელების ერთგული იყოს და საჭირო მომენტში ნებისმიერის დახმარება შეძლოს.
“ძალიან დიდი გამოწვევაა ჩემ ჰაუსელებს დავანახო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურობა, ამიტომ ვცდილობ, აქტივობების უმეტესობა ამაზე იყოს კონცენტრირებული”
ოთო პიანინოზე უკრავს, უყვარს ნოლანი, სამი მუშკეტერი, აინტერესებს ექიმობა და მომავალში საკუთარ თავსაც ამ როლში ხედავს. თვლის, რომ მეგობრულია, კომუნიკაბელური და ცდილობს თავისი უნარები ჰაუსს მაქსიმალურად გამოადგეს.
წარმატებას ვუსურვებთ ოთოს და უელსის ჰაუსს!