ბაქსვუდის სკოლა
bg bg

ბაქსვუდის სკოლა

ჩვენი სკოლა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს აკადემიური და არააკადემიური დისციპლინების საუკეთესო ტრადიციებისა და გამოცდილების სინთეზს გთავაზობთ. ამ გარემოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დისციპლინირებული და კანონმორჩილი თაობის აღზრდას.

დაბალანსებული საგანმანათლებლო პროგრამითა და წამახალისებელი აქტივობების გზით მოსწავლეებს ინდივიდუალური უნარ-ჩვევებისა და ნიჭის გამოვლენასა და განვითარებაში ვეხმარებით. სკოლის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს კრიტიკულად მოაზროვნე და ეთიკურად ჩამოყალიბებული თაობის აღზრდა, რომელიც თავის დროსა და ცოდნას საკუთარ პროფესიულ განვითარებას მოახმარს. ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლეებს, წარმატებულად დააკავშირონ მათი სასკოლო გამოცდილება ყოველდღიურ გარემოსთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან.


ბაქსვუდის სკოლა
ბაქსვუდის სკოლა

ჩვენ გვწამს, რომ თითოეული ბავშვი უნიკალური ნიჭის მატარებელია. სწორედ ამიტომ, ბაქსვუდის უმთავრესი მისიაა ამ ნიჭის აღმოჩენა და შესაბამისი გარემოს შექმნა მისი მაქსიმალური რეალიზებისათვის. სკოლა მოწოდებულია, განათლების ქართული და ბრიტანული ტრადიციების უნიკალური შერწყმის გზითა და არაფორმალური განათლების გაძლიერებული პროგრამით, აღზარდოს მომავალი თაობები თანამედროვე ქართული სამოქალაქო საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მისცეს მათ საფუძვლიანი საბაზო ცოდნა სხვადასხვა დარგში და განუვითაროს პრაქტიკული უნარ-ჩვევები წარმატებული სტუდენტობისა და პროფესიული კარიერისათვის.

ჩვენი სკოლის უპირატესობას წარმოადგენს ინდივიდუალური მიდგომა თითოეული მოსწავლისადმი, რაც უზრუნველყოფს მაღალ აკადემიურ შედეგებს. მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება, მოტივირებული, პროფესიონალი პედაგოგები, კეთილგანწყობილი ადმინისტრაცია, მუდმივად განახლებადი და განვითარებადი სასწავლო პროგრამა უზრუნველყოფს მაღალი შედეგების მიღების შესაძლებლობას.