ჰაუსური ცხოვრება
bg bg

ჰაუსური ცხოვრება

ბაქსვუდის ბრიტანული სისტემის ერთ-ერთი უნიკალურობა სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა ერთ გუნდში და ერთი მიზნისათვის გაერთიანებაა.

V-VI კლასიდან მოსწავლეები წინა ჰაუსურ ცხოვრებაში ერთვებიან და დიდი თავგადასავლებისთვის ემზადებიან.

VII კლასიდან კი მოსწავლეები გადანაწილებული არიან უნივერსალურ გუნდებში – ე.წ. ჰაუსებში, რომლებიც ერთმანეთს წლის განმავლობაში სასკოლო რეიტინგში ეჯიბრებიან სხვადასხვა მიმართულებით - სპორტულ შეჯიბრებში, ინტელექტუალურ ჩემპიონატებში, სოციალური პროექტების განხორციელებაში, საინტერესო თემატური ღონისძიებების ორგანიზებაში, საუკეთესო პერფორმანსების დადგმაში, უმცროსკლასელთა აკადემიურ მხარდაჭერაში და ა.შ. 

ბაქსვუდის უმაღლეს სკოლაში ფუნქციონირებს რვა ჰაუსი:

  1. AUSTEN (ოფიციალური ფერი – თეთრი);
  2. KIPLING (ოფიციალური ფერი – წითელი);
  3. BRONTE (ოფიციალური ფერი – ნარინჯისფერი);
  4. DOYLE (ოფიციალური ფერი – ცისფერი);
  5. MILNE (ოფიციალური ფერი – ლურჯი);
  6. ROWLING - (ოფიციალური ფერი – სალათისფერი);
  7. SCHOOL HOUSE (ოფიციალური ფერი – იასამნისფერი);
  8. WELLS (ოფიციალური ფერი – მწვანე).
ჰაუსური ცხოვრება
ჰაუსური ცხოვრება

თითოეულ ჰაუსში ყველა კლასის წარმომადგენელი თანაბარი რაოდენობითაა გაერთიანებული, რომლებიც ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას გუნდის საერთო შედეგებზე იზიარებენ. მაგალითად, თუ მოსწავლემ ინდივიდუალურ რეიტინგში მოიპოვა დადებითი ქულა, ეს ავტომატურად მისი ჰაუსის ჯამურ ქულასაც ემატება, და პირიქით - სკოლის რომელიმე წესის დარღვევის შემთხვევაში, ინდივიდუალურ რეიტინგში დანაკარგით პირდაპირ მთელს ჰაუსს აკლდება დაგროვებული ქულები.

სასწავლო წლის ბოლოს გამარჯვებული ჰაუსის წევრები ჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებითა და დიპლომებით.

თითოეულ ჰაუსს ჰყავს პრეფექტები, დაწინაურებული მოსწავლეები, რომლებიც ბაქსვუდის სკოლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენენ. ჩვენ გვჯერა, რომ ყველა მოსწავლეს აქვს პოტენციალი იმისა, რომ იყოს ლიდერი, და ამიტომაც ვაძლევთ მათ საშუალებას, რომ გამოავლინონ ეს პოტენციალი. პრეფექტების შერჩევა ხდება სკოლის თანამშრომლების მიერ ყოველი აკადემიური წლის დასაწყისში. მთელი წლის განმავლობაში პრეფექტებს აკვირდებიან და აფასებენ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მასწავლებლები და დირექტორი. პრეფექტების შერჩევა ხდება მასწავლებლების დაკვირვებისა და წერილობითი რეკომენდაციების საფუძველზე. პრეფექტების შერჩევის დროს, რეკომენდაციების გარდა, გათვალისწინებულია თითოეული კლასის მოსწავლეთა შეხედულებები. პრეფექტის სტატუსი როტაციულია და იცვლება ყოველი წლის დასასრულს.

პრეფექტების უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს სკოლის ადმინისტრაციის დახმარება საკუთარი ჰაუსების ორგანიზებასა და მოწესრიგებაში. პრეფექტების მოღვაწეობა არის სამაგალითო და მისაბაძი ყველა მოსწავლისათვის. ისინი მუდამ ზრუნავენ სკოლის იმიჯისა და რეპუტაციის განმტკიცებაზე, იცავენ მოსწავლეების ინტერესებს და ზრუნავენ მათი შეხედულებების გაზიარებაზე, გამოირჩევიან სამართლიანობით, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ზრდილობითა და მოსწესრიგებულობით. პრეფექტები მუდამ აკვირდებიან მოსწავლეთა ქმედებებს და სკოლის წესის დარღვევაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ; პრეფექტების წარმატებაზე დიდწლიადაა დამოკიდებული ჰაუსების საერთო რეიტინგის ამაღლება.

საპრეფექტოს ხელმძღვანელი კი ბაქსვუდის სკოლის მთავარი მოსწავლე - Head of School -ია. ეს გახლავთ ყველაზე საპატიო წოდება, რომელიც შეიძლება ბაქსვუდელმა მოსწავლემ მიიღოს. ის ბაქსვუდის სკოლის სახე და უფროსკლასელთა წარმატების სიმბოლოა. Head of School -ის დანიშნვა ხდება პირადად დირექტორის მიერ ყოველწლიურად კომპლექსური აკადემიური და პიროვნული კრიტერიუმებისა და აკადემიური მენეჯმენტის რეკომენდაციების საფუძველზე.

2024-2025 სასწავლო წლის მთავარი მოსწავლეა მარიამ გოგნიაშვილი.