ინოვაციები ბაქსვუდში
bg bg

ინოვაციები ბაქსვუდში

ბაქსვუდის სკოლა მუდმივად ზრუნავს ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. 2021-2022 სასწავლო წლიდან ბაქსვუდი პირველი სკოლაა მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, რომელიც სასწავლო პროცესში ვირტუალური და გაფართოებული რეალობის (VR და AR) ტექნოლოგიების ინტეგრირებას ახდენს. აღნიშნული პროექტის საშუალებით, ბაქსვუდელებისათვის საგაკვეთილო პროცესში შესაძლებელი ხდება წიგნებში ასახული მასალების რეალურად დანახვა AR აპლიკაციით შექმნილ სივრცეში ან ვირტუალური მოგზაურობა VR სათვალეებით დედამიწის ნებისმიერ წერტილში.

ახალი პროექტის შესახებ მომზადებული სიუჟეტები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:


რუსთავი 2 - shorturl.at/dmwU6

shorturl.at/imEH7

იმედი - shorturl.at/joO39


ინოვაციები ბაქსვუდში
ინოვაციები ბაქსვუდში

ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვის პროექტი ბაქსვუდის სკოლამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა სასწავლო პროგრამაში შემოიტანა სრული ახალი კურსები “მომავლის პროფესიების” ეგიდით. ბაქსვუდელები პირველივე კლასიდან სწავლობენ პროგრამირების საფუძვლებს, რობოტიკას, მიკროელექტრონიკას, ინდუსტრიული დიზაინის შესავალს, 3D მოდელირებასა და 3D ბეჭდვას, სტარტ-აპების შექმნისა და განვითარების პრინციპებს, მეწარმეობას (Entrepreneurship).