საერთაშორისო სასწავლო ტურები
ბრიტანეთის გაცვლითი პროგრამა
ბაქსვუდის სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა აქვთ იმოგზაურონ ორკვირიანი გაცვლითი პროგრამით დიდ ბრიტანეთში, სადაც სრულად ერთვებიან ბრიტანული ბაქსვუდის სასკოლო ცხოვრებაში - ესწრებიან გაკვეთილებს, მონაწილეობენ ადგილობრივ ჰაუსურ აქტივობებსა და ასამბლეებში, საკუთარ სკოლასა და ქვეყანას წარუდგენენ მოსწავლეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, მონაწილეობას იღებენ კულტურულ ექსკურსიებში (ლონდონი, ბრაიტონი, რაი და ა.შ) და ასრულებენ სპეციალურ პროექტებს ინგლისური ენის საგნის ფარგლებში.
პროგრამის ხარჯებიდან სკოლა სრულად ფარავს ბრიტანეთში ცხოვრების, კვების, ადგილობრივი ტრანსპორტირების, აქტივობებში მონაწილეობისა და ექსკურსიების ხარჯებს.
პროგრამაში მოხვედრის წინაპირობაა საუკეთესო აკადემიურ რეიტინგში მოხვედრა (საგნების წლიური შედეგების მიხედვით) ან/და აქტიურობა და გამორჩეული მიღწევები სასკოლო პროექტებში, ჰაუსურ და სპორტულ ცხოვრებაში.
გაეროს მოდელირების პროგრამა
გაეროს მოდელირების პროგრამა ბაქსვუდის სკოლის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. მასში გაწევრიანება შეუძლია მე-9, მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის ბაქსვუდელ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია ისტორიით, გეოგრაფიით, სამოქალაქო განათლებით, და სურს საკუთარი პიროვნული უნარები განივითაროს უნიკალური როლური თამაშის წყალობით.
საერთაშორისო ურთიერთობები და დიპლომატია;
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია;
მოდელირების ტექნიკა;
დებატების, დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და ეფექტური პრეზენტაციის ტექნიკა;
რეზოლუციისა და საერთაშორისო დოკუმენტების პროტოკოლი.
ზემოთ ჩამოთვლილი თემების საფუძვლიანი კვლევის შემდეგ, მოსწავლეები ხდებიან ახალგაზრდული კონფერენციის დელეგატები და მონაწილეობას იღებენ პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა კუთხეში იმართება (ბოსტონი, ნიუ იორკი, ლონდონი, ნიცა-პარიზი და ა.შ.).
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიღების აუცილებელი წინაპირობაა გაეროს მოდელირების შიდა სასკოლო კლუბის აქტიური და სტაბილური წევრობა.
გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროგრამებში ბაქსვუდის სკოლა ყოველწლიურად ექსკლუზიურად მონაწილეობს და საქართველოს დელეგაციას წარმოადგენს:
ჰარვარდის უნივერსიტეტის გაეროს ეროვნული მოდელირება (Harvard National Model UN 2020), ბოსტონი, აშშ, 2020.
გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ახალგაზრდული კონფერენცია (WFUNA International MODEL UN) გაეროს შტაბბინაში, ნიუ იორკი, აშშ, 2017, 2018 და 2019 წელი;
ლონდონის საერთაშორისო მოდელირება (LIMUN 2016), ლონდონი, გაერთიანებული სამეფო, 2016 წელი;
ბაქსვუდის სკოლის დელეგაციას ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში, სამჯერ მოპოვებული აქვს აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციის ჯილდო და საუკეთესო დელეგატის არაერთი ინდივიდუალური ტიტული.