საზაფხულო სკოლა
bg bg

საზაფხულო სკოლა

საზაფხულო ბანაკების პროგრამა წყნეთში


ბაქსვუდის სკოლას საზაფხულო ბანაკებისა და ინტენსიური სასწავლო კურსების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ყოველწლიურად, ბაქსვუდის სკოლა სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს სთავაზობს ერთ, ორ, სამ ან ოთხკვირიან ბანაკებს შემდეგი მოდულებით:

  • ინგლისური ენის გაძლიერებული კურსი;

  • ინტეგრირებული სამეცნიერო კურსი (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ტექნოლოგიები);

  • ზოგადი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კურსი (სპორტული შეჯიბრები, ლაშქრობები, ცხენოსნობა).

საზაფხულო სკოლა
საზაფხულო სკოლა

საზაფხულო ბანაკების პროგრამა დიდ ბრიტანეთში


ბაქსვუდი ქართველ მოსწავლეებს (მათ შორის არაბაქსვუდელებსაც) აძლევს უნიკალურ შანსს მონაწილეობა მიიღონ სპეციალურ საზაფხულო პროგრამაში დიდი ბრიტანეთის ბაქსვუდის სკოლაში, ქალაქ ჰეისტინგსში, ლონდონთან ახლოს. პროგრამა ერთკვირიანია და მოიცავს: 

  • ინგლისური ენის ინტენსიურ კურსს საერთაშორისო ინგლისურენოვან გარემოში;

  • შემეცნებით აქტივობებს;

  • კულტურულ ექსკურსიებს ლონდონის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად;

  • საცხოვრებელს ბრიტანული ბაქსვუდის კამპუსში;

  • თვითმფრინავის ბილეთსა და შიდა ტრანსპორტირებას;

  • სამედიცინო დაზღვევას;

  • პროფესიონალ გამყოლს ბაქსვუდის სკოლიდან.


საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციის ან დეტალური ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ მიმართოთ კოორდინატორს, მარიამ ექიზაშვილს ნომერზე 577992998 ან ელ ფოსტაზე: forrestcamp1@gmail.com